Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დ ე კ ა ნ ი ს   ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფილოლოგიის დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად მეგი მჭედლიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 30–ე მუხლის მე–4 ნაწილის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N257 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების“ მე–5 ნაწილის 5.2 და 5.3 პუნქტების, ჰუმანიტარულ მეცნირებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გამგეობის 2012 წლის 29 მარტის სხდომის N13 ოქმისა და დოქტორანტ მეგი მჭედლივილის  2012 წლის 30 მარტის მომართვის საფუძველზე,

ვბრძანებ:
1.    ფილოლოგიის დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად მეგი მჭედლიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართოს 2012 წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე, თსუ–ის V კორპუსში, 313-ე აუდიტორიაში.
2.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
3.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანი
ასოცირებული პროფესორი                                    დარეჯან თვალთვაძე